ლარი მცირედით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1492 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1492 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1523 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0031 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6099 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6500 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0401 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები