კარლ ჰარცელი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პატივსაცემი დიპლომატის და განმანათლებლის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო
ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ქართველი დიპლომატის, პედაგოგის, მწერლისა და პუბლიცისტის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პატივსაცემი დიპლომატის და განმანათლებლის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. ბატონმა გელამ შთამბეჭდავი მემკვიდრეობა დატოვა, მათ შორის, საქართველოს ევროპული მომავლის ხელშეწყობისთვის გაწეული ფასდაუდებელი წვლილის სახით. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და მთელ საქართველოს”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის საელჩო ავრცელებს.