სომხეთში კარანტინის რეჟიმი 2022 წლის 20 ივნისამდე გაახანგრძლივეს

სომხეთის მთავრობამ საკარანტინო რეჟიმი 2022 წლის 20 ივნისამდე გაახანგრძლივა.

2020 წლის 11 სექტემბერს შემოღებული, კარანტინის რეჟიმის ვადა 20 დეკემბერს იწურება.

რაც შეეხება კოვიდსტატისტიკას, ბოლო ერთ დღეში რესპუბლიკაში ინფიცირების 1482 შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან კი სულ 325 521 დადასტურებული შემთხვევაა.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 36 პაციენტი შეეწირა, ჯამურად, 6867 ლეტალური შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები