ინდოეთსა და შრი-ლანკაში ძლიერმა წვიმამ 41 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შრი-ლანკაში წვიმასა და მისგან გამოწვეულ მეწყერს 25 ადამიანი ემსხვერპლა.
დაშავებულია კიდევ ხუთი მოქალაქე.
16 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის ტამილნადუს შტატში. დაიტბორა შტატის დედაქალაქი ჩენაი, სადაც ათასობით ადამიანის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო.
შტატში, სტიქიის გამო, ბევრი სკოლა და კოლეჯი დროებით დაიკეტა, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა.
ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში წვიმების სეზონი, ჩვეულებრივ, ოქტომბრიდან დეკემბრამდე გრძელდება.