უკრაინაში კორონავირუსს კიდევ 652 პაციენტი ემსხვერპლა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს კიდევ 652 პაციენტი შეეწირა, ერთი დღით ადრე 816 გარდაცვლილი იყო.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსს 74 857 ადამიანი ემსხვერპლა.

შესაბამის სტატისტიკას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსით კიდევ 24 747 ადამიანი დაინფიცირდა, ერთი დღით ადრე 23 283 ინფიცირებული გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან კი 3 155 519 შემთხვევა დადასტურდა.

ამჟამად, უკრაინის 16 ოლქი და კიევი კარანტინის “წითელ ზონაშია”. ჯანდაცვის წყების მონაცემით, სამ ოლქში ვითარების დასტაბილურება შეინიშნება, თუმცა, მოსალოდნელია, რომ “წითელ ზონას” შეემატოს ხარკოვის და ვინიცის ოლქები.

9 ოქტომბერს ევროკავშირმა უკრაინა მოგზაურთა “მწვანე სიიდან” ამოიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები