სტამბოლში “ისლამური სახელმწიფოსა” და “ალ-ქაიდას” წევრობაში 9 ეჭვმიტანილი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში “ისლამური სახელმწიფოსა” და “ალ-ქაიდას” ტერორისტების დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატარა.
ამის შესახებ ინფორმაციას ahaber-ი ავრცელებს.
აღინიშნება, რომ კონტრტერორისტული სამმართველოს ჯგუფმა უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავა – ისინი ეჭვმიტანილნი არიან კონფლიქტის ზონებში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან – ISIS-სა და “ალ-ქაიდასთან” კავშირში.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია თურქეთის დედაქალაქის 11 რაიონში, 16 სხვადასხვა მისამართზე განხორციელდა.