დებატების კლუბი – ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში კიდევ ერთი ახალი სამოქალაქო პროგრამა ამოქმედდა
დებატების კლუბი – ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში კიდევ ერთი ახალი სამოქალაქო პროგრამა ამოქმედდა. დებატების კლუბი, დღეს ოფიციალურად პუბლიცისტმა, ალექსანდრე ლორთქიფანიძემ საჯარო ლექციით გახსნა და მსმენელთა კითხვებს უპასუხა.
დებატ- კლუბი 30 ახალგაზრდას აერთიანებს, სასწავლო კურსის ფარგლებში, ახალგაზრდები დებატების კულტურას შეისწავლიან და საჯარო გამოსვლების ხელოვნებას დაეუფლებიან. კლუბში ლექციებს, გამოცდილი და კვალიფიციური, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები წაიკითხავენ და მსმენელებს გამოცდილებას გაუზიარებენ.
კურსი ითვალისწინებს პრაქტიკულ ნაწილსაც. სწავლის დასრულების შემდეგ კი, მსმენელები შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ. სამოქალაქო პროგრამა დებატ კლუბის პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, კერძოდ კი, ქუთაისის ამერიკული კუთხე.