რუსეთი აშშ-ს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით აფრთხილებს

რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვმა ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონის გეგმები კიევის შეიარაღების გაზრდასთან დაკაშირებით დონბასში დაძაბულობის შემცირებას ხელს არ შეუწყობს.

„კიევის რეჟიმისთვის” იარაღის მიწოდების გეგმები მხოლოდ გააუარესებს ვითარებას სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. ვფიქრობ, ხელიდან არის გაშვებული კიდევ ერთი შესაძლებლობა, ვაიძულოთ კიევი, ომი შეაჩეროს”, – ნათქვამია დიპლომატის განცხადებაში.

გუშინ, ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს უკრაინასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოეწერა ხელი. შეხვედრაზე ბლინკენმა პირობა დადო, რომ კიევს სამხედრო დახმარებას აღმოუჩენენ, მათ შორის, ლეტალური იარაღითაც. ანტონოვის აზრით, ეს დოკუმენტი არის „მავნე ლოზუნგების ნაკრები“. “აშკარა აქცენტი კეთდება სიტუაციის გამწვავებაზე და არა – დაძაბულობის შემცირებაზე. გარდა ამისა, თითქმის ყველა ხაზში არის გეოპოლიტიკური მუხტი რუსეთის წინააღმდეგ დასაპირისპირებლად”, – დასძინა მან. დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის მიუღებელია ვაშინგტონის ნებისმიერი განზრახვა, კიევი ნატო-ში დაინახოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები