“ჩემი მხრიდან უხერხულია პრემიერის გადაწყვეტილების შეფასება”

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, მისი მხრიდან უხერხულია პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შეფასება. მისივე თქმით, მისთვის უცნობია, თუ ვინ განიხილება სამინისტროების ხელმძღვანელების თანამდებობებზე, ასევე ის, იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები მთავრობაში მომავალში.
“ეს ადამიანები, როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, არიან ჩვენი გუნდის წევრები. მათ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს ძალიან რთულ დროში და ისინი ჩვენი მეგობრები არიან და მე მათ ძალიან ვაფასებ,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან 7 მინისტრი გაათავისუფლა, მათ შორის 5 ხელმძღვანელი პირი მინისტრთა კაბინეტის მიღმა დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები