ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, მიგრანტების საკითხზე ბელორუსზე საკუთარი გავლენა გამოიყენოს

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, გამოიყენოს თავისი გავლენა ბელორუსზე – მიგრანტების პრობლემის გადასაჭრელად, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ პრესკონფერენციაზე.

„მე გავიმეორებ ჩვენს მოწოდებას ევროკავშირის სახელით, რომ რუსეთმა გამოიყენოს თავისი გავლენა ბელორუსზე, რუსეთსა და ბელორუსს შორის მჭიდრო კავშირები ბევრ სფეროში, რომ ლუკაშენკომ აღნიშნული საქმიანობა შეწყვიტოს“, – განაცხადა მან.

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ბელორუსის ხელისუფლება იყენებს მიგრანტებს ევროკავშირში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები