ბათუმის მერი: ყველა პირობას და პროგრამულ პრიორიტეტს ერთობლივად გავუმკლავდებით და დადებითად გადავწყვეტთ

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები, – ამის შესახებ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ქალაქ ბათუმში, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, პრემიერის მხარდაჭერით, კონკრეტული ღონისძიებები, „განახლებული რეგიონების” ფარგლებში.

„ამასთან ერთად, ბუნებრივია, როგორც საბიუჯეტო ნაწილში, ასევე სხვა მხრივაც, იმ გამოწვევების წინაშე, რის წინაშეც დგას ქალაქი ბათუმი, როგორც პრემიერმინისტრი, ასევე საქართველოს მთავრობის ყველა რგოლი იქნება ჩართული და სამომავლოდ ყველა იმ დანაპირს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებთან გვქონდა და ყველა იმ პროგრამულ პრიორიტეტებს, რომელიც წარვუდგინეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ერთობლივად გავუმკლავდებით და გადავწყვეტთ დადებითად”, – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები