ეთიოპიაში გაერო-ს მისიაში მომუშავე 70-ზე მეტი მძღოლი დააკავეს

ეთიოპიაში გაერო-ს მისიაში მომუშავე 70-ზე მეტი მძღოლი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი გაერო-ს შიდა წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაერო-ში ადასტურებენ, რომ დაკავებულია ორგანიზაციის მსოფლიოს სასურსათო პროგრამის მიერ დასაქმებული 72 მძღოლი.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ დაკავებები ეთიოპიაში ტიგრაის რეგიონის მკვიდრი მოსახლეობის მასობრივი დაპატიმრებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე განხორციელდა.

ამასთან, დაკავებულ მძღოლთა წარმომავლობა დაუდგენელია.

ეთიოპიაში მთავრობასა და ტიგრაის რეგიონის სახალხო-განმათავისუფლებელი ფრონტის ძალებს შორის დაპირისპირება გასული წლიდან გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები