გერმანია მზად არის, პოლონეთის საზღვართან მყოფ მიგრანტებს დაეხმაროს
გერმანია მზად არის, ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს მიგრანტებს, რომლებიც ბელორუსი-პოლონეთის საზღვართან იმყოფებიან.
ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, სტივ ალტერმა განაცხადა.
მან თქვა, რომ გერმანიამ ასევე შესთავაზა დახმარება პოლონეთს კრიზისთან ბრძოლაში, “ეს შეთავაზება ძალაში რჩება”, რადგან ვარშავას ჯერ არ მოუთხოვია ასეთი მხარდაჭერა.
ალტერმა ასევე განმარტა, რომ ჰუმანიტარული დახმარება ევროკომისიის მიერ უნდა იყოს გაწეული და არა – ცალკეული ქვეყნების მიერ.
„გერმანია მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს პოლონეთის საზღვარზე მყოფი ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევაში“, – თქვა ალტერმა.
თავის მხრივ, გერმანიის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ ბრიუსელი საკითხით უკვე არის დაკავებული, მათ შორის, გაერო-ში კონტაქტების ინიცირების ჭრილში.