პროკურორი: მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას, ვინაიდან იგი მსჯავრდებულია გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეებზე

მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურორმა, ჯარჯი წიკალაურმა განუცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი სასჯელის მოხდას შესაბამის დაწესებულებაში გააგრძელებს, რადგან მას მისჯილი აქვს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეებზე.

„ვინაიდან იგი მსჯავრდებულია ს.გირგვლიანის და ვ.გელაშვილის საქმეებზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ და მისჯილი აქვს თ/აღკვეთა 6 წლის ვადით, შესაბამისად, აგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის დაწესებულებაში,

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისიძების გამოყენების საფუძველი იყო, მათ შორის, ის გარემოება, რომ ბრალდებული თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას და იყო ძებნაში, ვინაიდან იგი დაკავებულია და მოთავსებულია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ ეტაპზე აღარ იყო საჭიროება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებისა.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გააგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის დაწესებულებაში, მას მისჯილი აქვს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ს.გირგვლიანის და ვ.გელაშვილის საქმეებზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ”, – აცხადებს პროკურორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები