ვასილ გველესიანი: სრული მხარდაჭერა გვაქვს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც არჩევნების პერიოდში გამოიკვეთა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს

“პრემიერის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც არჩევნების პერიოდში გამოიკვეთა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს”, – ამის შესახებ ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, პრემიერმინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს შეეხება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც, ერთი მხრივ, დააკმაყოფილებს ხალხის მოთხოვნებს, მეორე მხრივ, დაასაქმებს ადამიანებს.

„არჩევნების შემდეგ პირველი შეხვედრა გვქონდა პრემიერმინისტრთან, სრული მხარდაჭერა გვაქვს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც არჩევნების პერიოდში გამოიკვეთა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ეს შეეხება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც,  ერთი მხრივ, დააკმაყოფილებს ხალხის მოთხოვნებს, მეორე მხრივ – დაასაქმებს ადამიანებს“, – განაცხადა ვასილ გველესიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები