ადვოკატი: 7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა

“7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა”, – ამის შესახებ “კვირას” სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, 7 ნოემბრის საქმე იყო ერთადერთი, რომელზეც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

“ახლა დამოკიდებულია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე – შეიწყალებს თუ არა. ბრალი აქვს კიდევ ორ საქმეზე, თუმცა, პატიმრობა არცერთ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული არ აქვს”, – აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა.
პენიტენციურმა სამსახურმა პროცესის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ, შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში.

სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს ჩაინიშნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები