ესტონეთის პრეზიდენტი: რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას

“რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას”, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა ტალინში, ბალტიისპირეთის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე.

კარისის თქმით, ავტოკრატიული რეჟიმები ძირს უთხრის წესებსა და ნორმებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სულ უფრო ხშირი ხდება ნებისმიერი საშუალების გამოყენება, მათ შორის, სამხედრო ზეწოლა, ჰიბრიდული ომი, კიბერიარაღი და საინფორმაციო ოპერაციები.

“რუსული ჯარების კონცენტრირება უკრაინის საზღვრებზე და ენერგიის გამოყენება მოლდოვაში შანტაჟის მცდელობებში, რუსეთის გამოწვევა ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის სულ უფრო ნაკლებად იმალება”, – თქვა ესტონეთის პრეზიდენტმა.

გამოსვლაში მან ასევე ყურადღება გაამახვილა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალზე და აღნიშნა, რომ ნატო ესტონეთისა და ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედია.

”მე მჯერა ნატო-ს მუდმივი ვალდებულებისა და შეერთებული შტატების ძლიერი როლის ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში,” – თქვა კარისმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები