შვედეთის პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა
შვედეთის პრემიერმინისტრმა, შტეფან ლევენმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
ამის შესახებ SVT წერს.
ლევენი დროებით მთავრობას ახალი პრემიერის არჩევამდე უხელმძღვანელებს.
ის 2014 წლიდან ხელმძღვანელობს უმცირესობის მთავრობას და ამ წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ გადადგება თანამდებობიდან 2022 წლის სექტემბრის საყოველთაო არჩევნებამდე.
იმ შემთხვევაში, თუ ანდერსონი მთავრობას უხელმძღვანელებს, ის გახდება პირველი ქალი, რომელიც შვედეთის პრემიერმინისტრის პოსტს დაიკავებს.
კენჭისყრა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გაიმართება.