ევროპაში გაზის ფასმა, მას შემდეგ, რაც “გაზპრომმა” მიწოდება განაახლა, კლება დაიწყო

ევროპაში გაზის საბითუმო ფასმა კლება დაიწყო, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ “გაზპრომმა”ევროპის საცავების შევსების გეგმის განხორციელება დაიწყო.

ამის შესახებ კომპანიის ტელეგრამ-არხზეა ნათქვამი.

მანამდე, 8 ნოემბერს “გაზპრომმა” განაახლა გაზის მიწოდება Yamal-Europe მილსადენით.

Reuters-ი გერმანიიდან მიღებულ მონაცემზე დაყრდნობით წერს, რომ მიწოდებული გაზის მოცულობა უმაღლეს დონემდე გაიზარდა, თითქმის, ორი კვირის განმავლობაში.

ოქტომბრის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაავალა “გაზპრომს”, 8 ნოემბრამდე დაასრულოს რუსული გაზის საცავების შევსება. ამავდროულად, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ დაგეგმილი მიწოდება “შექმნის უფრო ხელსაყრელ ვითარებას მთლიანად ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე”.

ევროპაში გაზის საფასურმა მკვეთრი ზრდა სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. მისმა ფასმა 1900 დოლარსაც მიაღწია.

დღეს უკვე ევროპის ბაზარზე გაზის ფასი 800 დოლარზე ნაკლები იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები