გერმანიაში კოვიდინფიცირების ანტირეკორდი – 40 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა
გერმანიაში პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა.
ბოლო ერთ დღეში ვირუსი 39,676 ადამიანს დაუდასტურდა, წინა ანტირეკორდი 5 ნოემბერს იყო, როდესაც დაავადება 37 120 მოქალაქეს აღმოაჩნდა.
სტატისტიკას რობერტ კოხის ინსტიტუტი აქვეყნებს.
უკვე მესამე დღეა, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელიც იზრდება, კერძოდ, გაზრდილია 100 ათას მოსახლეზე 232,1-მდე შემთხვევა, გუშინ 213,7, ხოლო 8 ნოემბერს 201,1 შემთხვევა დაფიქსირდა.
გასულ კვირას ეს მაჩვენებელი 146,6-ს შეადგენდა, ოქტომბერში კი 166,1 შემთხვევას უდრიდა.
ასევე, მზარდია გარდაცვალების სტატისტიკას. მხოლოდ ბოლო 24 საათში ვირუსს 236 პაციენტი შეეწირა. ერთი კვირით ადრე, დღიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი 194 იყო.
პანდემიის დაწყებიდან ვირუსს სულ 96 963 მოქალაქე შეეწირა, 4 844 054 დაინფიცირდა.