ნიკოლოზ სამხარაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ექსპერტებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ექსპერტებს შეხვდა, სადაც საუბარი შეეხო საპარლამენტო ზედამხედველობისა და კონტროლის სხვადასხვა მექანიზმებს.

პარლამენტის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის როლზე საზედამხედველო პროცესში, ამ კუთხით განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. NDI-ის მიმდინარე პროგრამის „ანგარიშვალდებული და ინკლუზიური სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, მოწვეული ექსპერტები – კენ მაკინტოში და თამარ ჩუგოშვილი დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნაზე იმუშავებენ, რომლის მიზანია საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობა ზედამხედველობის მანდატით გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგის პროცესში.

„ჩვენი კომიტეტი უკვე წლებია, აქტიურად თანამშრომლობს ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან, რაც გამოიხატება კომიტეტის და კომიტეტის აპარატის თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერებაში. მოხარული ვარ, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ექსპერტები სპეციალურ სახელმძღვანელოს შეიმუშავებენ, რომელიც საქართველოს პარლამენტს საზედამხედველო ფუნქციების, ასევე, თემატური მოკვლევის ჯგუფებს მუშაობის ეფექტურად განხორციელებაში დაეხმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები