როგორია ეპიდვითარება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთში კიდევ 4 პაციენტი დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 32 780  დადასტურებული შემთხვევაა.

ასევე, ვირუსს კიდევ 4 პაციენტი შეეწირა, სულ 480 ლეტალური შემთხვევაა.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 73 პაციენტი მკურნალობს, 16 პირის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 40 პაციენტია მოთავსებული, 12-ის მდგომარეობა მძიმეა; ოჩამჩირეში 22; გაგრაში 23; ტყვარჩელში 12; რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში 109 პაციენტი იმყოფება, 12-ის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება ე.წ.სამხრეთ ოსეთს, აქ ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 64 შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან კი ეს უკვე 9 332-ე შემთხვევაა.

ამჟამად, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 2 273 პირი იმყოფება.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ე.წ. რესპუბლიკაში 154 ლეტალური შემთხვევა აღირიცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები