იტალიაში არასრულწლოვანმა ანტივაქსერ მამას სასამართლოში მოუგო

სიცილიის ქალაქ პალერმოში 16 წლის გოგონამ ანტივაქსერი მამის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. მამა გოგონას COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციას უკრძალავდა.

პორტალ Livesicilia-ს ინფორმაციით, ზაფხულში სტუდენტი გოგონა გაემგზავრა პალერმოში ვაქცინაციის პუნქტზე, სადაც უთხრეს, რომ მას ორივე მშობლის თანხმობა სჭირდებოდა.

გოგონას დედამ მის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, თუმცა, ცალკე მცხოვრები მამისგან გაიგო, რომ ვაქცინაციას არ ეთანხმებოდა. საქმე სასამართლომდე მივიდა.

მოსამართლემ მოზარდს მხარი დაუჭირა, რომელიც ვაქცინის პირველ დოზას უკვე რამდენიმე დღეში მიიღებს.

იტალიაში ამ მიზეზით სასამართლოში მიმართვის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ადრე მედია წერდა, რომ სასამართლოს ორმა ტოსკანელმა მოზარდმა მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები