როდის გამოაცხადებს ჯანმო პანდემიის დასასრულს – ჰანს კლუგეს განმარტება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიის დასასრული შესაძლოა, მაშინ გამოაცხადოს, როდესაც ჯანდაცვის სისტემები არ იქნება გადატვირთული.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლუგემ გაზეთ La Vanguardia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ცხოვრება. როგორც კი ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არ იქნება გადატვირთული ჰოსპიტალიზაციისა და კოვიდისგან დაღუპვის შედეგად, ანუ შესაძლებელი იქნება იმ სერვისების მიწოდება, რომლებიც ადრე იყო, პანდემია შეიძლება, გახდეს ენდემური”, – თქვა მან.

კლუგეს თქმით, „საკმაოდ სანდო შეფასებების” მიხედვით, მომავალი წლის თებერვლისთვის ევროპის რეგიონში “კოვიდისგან” კიდევ ნახევარი მილიონი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს, თუ ინფექციის გავრცელების ტენდენცია არ შეიცვლება.

“რატომ გვაქვს ისევ პრობლემები? იმიტომ, რომ ვაქცინაცია შეჩერებულია რეგიონის ქვეყნების ნახევარზე მეტში. რამდენიმე თვის წინ მთავარი პრობლემა იყო ვაქცინების ხელმისაწვდომობა, ახლა პრობლემა არის სკეპტიციზმი ვაქცინების მიმართ, ყალბი ახალი ამბები“, – თქვა კლუგემ და დასძინა, რომ აპირებს, „ევროპაში სამუშაო ჯგუფის შექმნას“, რომელიც ვაქცინაციის საკითხებით იქნება დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები