გერმანიაში, საბრძოლო მასალების საწყობთან აფეთქება მოხდა
გერმანიაში, ქვედა საქსონიაში, სამხედრო კონცერნის Rheinmetall-ის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის სასაწყობე ზონაში აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერიტორია ამჟამად ლენტით არის შემოსაზღვრული.
აღინიშნება, რომ აფეთქების შედეგად დაზიანებულია შენობა, მსხვერპლი არ არის.
ტერიტორიასთან მეხანძრე-მაშველები მივიდნენ.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.