ჯანმო: მსოფლიოში შესაძლოა, ვაქცინაციისთვის აუცილებელი შპრიცების დეფიციტი შეიქმნას

ჯანადაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2022 წელს მსოფლიოს შესაძლოა, ვაქცინაციისთვის საჭირო შპრიცების დეფიციტი შეექმნას.

ამის შესახებ ჯანმო-ს წამლებსა და სამედიცინო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის განყოფილების უფროსმა მრჩეველმა, ლიზა ჰედმანმა განაცხადა, – წერს Reuters-ი​.

მისი თქმით, იმუნიზაციისთვის შპრიცების ნაკლებობამ შეიძლება, გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები – როგორიცაა ვაქცინაციის შენელება, ასევე, უსაფრთხოების გარკვეული პრობლემები.

ჰედმანმა განმარტა, რომ მსოფლიოში სამრეწველო ინდუსტრიას შეუძლია, ყოველწლიურად აცრებისთვის დაახლოებით 6 მილიარდი შპრიცი აწარმოოს.

”ნათელია, რომ 2022 წელს შეიძლება, შეიქმნას მილიარდზე მეტი შპრიცის დეფიციტი, თუ ბიზნესი “ჩვეულებრივად გაგრძელდება”, – აღნიშნა მან.

ჰადმანმა თქვა, რომ 2021 წელს COVID-19-ის წინააღმდეგ 6,8 მილიარდზე მეტი ვაქცინა გაკეთდა.

ეს თითქმის ორჯერ აღემატება სხვა დაავადებებზე რუტინული ვაქცინაციის რაოდენობას. ამრიგად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის გახდა საჭირო თითქმის ორჯერ მეტი სპეციალური შპრიცი, რომელიც გამოიყენება იმუნიზაციისთვის, ვიდრე სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები