თურქეთში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა, ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია მოყოლილი
თურქეთის ქალაქ მალატიაში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა, ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია მოყოლილი, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა, 13 მათგანი მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შენობის ჩამონგრევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.