აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი: ჩვენი არმია ორგანიზებულია თურქეთის შეიარაღებული ძალების მოდელის მიხედვით

“აზერბაიჯანის არმია თურქეთის შეიარაღებული ძალების მოდელის მიხედვით არის ორგანიზებული”, – განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, ზაქირ ჰასანოვმა ბაქოში თურქ კოლეგასთან, ჰუსული აქართან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ჰასანოვმა აღნიშნა, რომ ქვეყნის არმიამ 44-დღიან ომში მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინა.

მისი თქმით, არმიის პირადი შემადგენლობის უმეტესობა თურქეთის სასწავლო ცენტრში გადიოდა წვრთნას.

„თურქეთის შეიარაღებული ძალები ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა მსოფლიოში. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დავალებით, ვაგრძელებთ ჩვენი არმიის ორგანიზებას თურქეთის შეიარაღებული ძალების მოდელის მიხედვით“, – თქვა მან.

მინისტრმა ასევე დასძინა, რომ 44-დღიანი ომის დროს აზერბაიჯანის არმია იყენებდა ასევე თურქული წარმოების იარაღს.

„თურქეთის სამხედრო ინდუსტრია ბოლო წლებში ვითარდება და ჩვენ გამოვიყენეთ როგორც უპილოტო საფრენი აპარატები, ასევე, სხვა – მაღალი სიზუსტის იარაღი, მათ შორის, “ბაირაქტარი“, – განმარტა ზაქირ ჰასანოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები