როგორია კოვიდვითარება მეზობელ ქვეყნებში – ვირუსს სომხეთში 62, ხოლო აზერბაიჯანში 27 პაციენტი ემსხვერპლა

საქართველოს მსგავსად, სომხეთში მძიმე ეპიდვითარებაა, სადაც ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 62 პაციენტი ემსხვერპლა. რესპუბლიკაში პანდემიის დაწყებიდან 6762 ლეტალური შემთხვევაა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლის მონაცემით, კოვიდ19-ით ინფიცირების კიდევ 1121 შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის გავრცელებიდან 322 364-ე დადასტურებული შემთხვევაა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ ბოლო ერთ დღეში ვირუსს 27 პაციენტი შეეწირა, სულ 7 320 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსი კიდევ 1 855 პირს დაუდასტურდა, რაც პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 550 446 ინფიცირებულს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით კიდევ 75 მოქალაქე გარდაიცვალა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს სულ 10 584 მოქალაქე შეეწირა.

ასევე, ბოლო 24 საათში ინფიცირების 6 021 შემთხვევა გამოვლინდა, სულ 761 067 ინფიცირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები