ლარი კვლავ გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1571 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1571 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1622 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0051 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6597 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6583 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0014 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები