ბელორუსში აცხადებენ, რომ პოლონეთის საზღვართან მიგრანტები კანონის დაცვით იმყოფებიან

ბელორუსის შს მინისტრის, ივან კუბრაკოვის განცხადებით, პოლონეთის საზღვართან მყოფ მიგრანტებს კანონმდებლობა არ დაურღვევიათ.

ამის შესახებ БЕЛТА წერს.

„მიგრანტების მხრიდან კანონდარღვევა არ მომხდარა. ისინი ლეგალურად იმყოფებიან ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მათი რიცხვი ნამდვილად არის გაზრდილი, თუმცა, ისინი ჩვენს ქვეყანაში ვიზებით ჩამოდიან, სასტუმროებში ბინავდებიან. ეს ადამიანები ომებს გაურბიან, ევროკავშირში მოხვედრას ცდილობენ. ჩვენ, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანა, ყოველთვის მზად ვართ, ისინი მივიღოთ,” – თქვა მან.

კუბრაკოვის თქმით, როგორც მინსკში, ასევე საზღვრისპირა რეგიონებში, უზრუნველყოფილია შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.

„მინდა, აღვნიშნო, რომ დღეს ბელორუსში მიგრანტების ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები არ არის. მათთან მუდმივად ვაწარმოებთ პრევენციულ საუბრებს და ისინი სწორად რეაგირებენ“, – განაცხადა კუბრაკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები