სტოლტენბერგმა და დუდამ პოლონეთის საზღვარზე შექმნილი ვითარება განიხილეს – ვარშავა ნატო-ს დახმარებას სთხოვს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ბელორუსის საზღვართან შექმნილი ვითარება განიხილეს, რომლის დროს ალიანსის ხელმძღვანელმა ვარშავას სოლიდარობა გამოუცხადა.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

“მე ველაპარაკე პრეზიდენტ ანჟეი დუდას პოლონეთის საზღვარზე შექმნილ სერიოზულ ვითარებაზე. ბელორუსის მიერ მიგრანტების, ჰიბრიდული ტაქტიკის სახით გამოყენება მიუღებელია. ნატო სოლიდარულია პოლონეთსა და ჩვენს მოკავშირეებთან რეგიონში”, – დაწერა სტოლტენბერგმა.

ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ დღეს საზღვარზე შექმნილი ვითარება ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთანაც განიხილა.

შექმნილ ვითრებას რუსეთის საგარეო საქეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მიგრანტებთან დაკაშირებული ვითარება უნდა დარეგულირდეს ჰუმანიტარული უფლებების დაცვით. მან ასევე მუწოდა ევროკავშირს, დაეხმაროს ბელორუსს ისე, როგორც ამას თირქეთის შემთხვევაში აკეთებდა.

8 ოქტომბერს, საღამოს პოლონეთი-ბელორუსის საზღვარზე ძალოვანებსა და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა, რადგან ასობით ადამიანი ცდილობდა მავთულხლართების გადაჭრასა და პოლონეთის ტერიტორიაზე მოხვედრას. პოლონელი ძალოვანები ცრემლსადენ გაზსაც იყენებდნენ.

ვარშავამ საზღვართან ჯარის დამატებითი ძალები გაგზავნა. საზღვრის კონტროლის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება ლიეტუვამაც მიიღო.

როგორც სირიელი, ერაყელი, ირანელი და სხვა – “ცხელი წერტილიდან” ადამიანები აცხადებენ, ისინი ბელორუსის ტერიტორიიდან ევროკავშირის ზონაში, კერძოდ კი, გერმანიაში მოხვედრას ცდილობენ.

ამასთანავე, ვარშავაში აცხადებენ, რომ აქცია მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს, რადგან მიგრანტთა ჯგუფს უძღვებიან შეიარაღებული ბელორუსები, რომლებიც ასევე უთითებენ ადამიანებს, თუ რა გზით უნდა გადაადგილდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები