პორტუგალიაში, არასამუშაო საათებში თანამშრომლების დასაქმების შემთხვევაში, ხელმძღვანელები დაჯარიმდებიან

პორტუგალიის პარლამენტმა შრომით კანონმდებლობაში რიგი ცვლილება დაამტკიცა, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს დამსაქმებლის დაჯარიმებას, რომელიც თანამშრომელს არასამუშაო საათებში დაუკავშირდება.

ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.

პორტუგალიის მმართველ სოციალისტურ პარტიაში განაცხადეს, რომ ახალი წესები პასუხობს პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში მომუშავეთა მკვეთრ ზრდას.

ახალი წესების მიხედვით, დამსაქმებლებს შესაძლოა, დაეკისროთ ჯარიმები არასამუშაო საათებში თანამშრომლებთან დაკავშირების გამო.

ასევე, დამსაქმებლებს მოუწევთ თანამშრომლის იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც დისტანციურად მუშაობას უკავშირდება, კერძოდ, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის მაღალი გადასახადები. დამსაქმებლებს შეეძლებათ ასეთი ხარჯების ჩამოწერა.

ამასთანავე, პორტუგალიელმა დეპუტატებმა არ გაიზიარეს ისეთი შესწორება, რომელიც გულისხმობს ე.წ. “გამორთვის უფლებას” – არასამუშაო დროს სამუშაო შეტყობინებებისა და მოწყობილობების გათიშვა.

სიახლე იქნება მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის, რომლებსაც ამიერიდან უფლება აქვთ, იმუშაონ სახლიდან, დამსაქმებლებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, სანამ მათი შვილი 8 წლის არ გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები