WP: სინგაპურში აუცრელი მოქალაქეები COVID-19-ისგან უფასო მკურნალობას ვეღარ მიიღებენ

სინგაპურში ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინაცია არ აქვთ გავლილი, COVID-19-ისგან უფასოდ აღარ უმკურნალებენ.

ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

სინგაპურში მოსახლეობის 85% მთლიანად არის აცრილი, ხოლო 18%-მა ბუსტერ დოზაც მიიღო, თუმცა,მთავრობამ განაცხადა, რომ აღარ დაფარავს იმ ადამიანების სამედიცინო ხარჯებს, რომლებმაც აცრაზე უარი “საკუთარი ნებით თქვეს”.

აღინიშნება, რომ, ამჟამად, ინფიცირებულთა ძირითადი ნაწილი სწორედ ასეთი მოქალაქეა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, “იქამდე, სანამ კორონოვირუსთან დაკავშირებული ვითარება არ დასტაბილურდება, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმ მოქალაქეების უფასოდ მკურნალობას, რომლებსაც კოვიდ19 აქვთ გადატანილი, არ აქვთ ვაქცინაციის უფლება (12 წლამდე ბავშვები), ასევე, გარკვეული დაავადებების მქონენი არიან”.

სინგაპურში ბოლო 28 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 91 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 98,7% – უსიმპტომო და მსუბუქ ფორმაში.

7 ნოემბრის მდგომარეობით, 1 725 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან 301-ს ჟანგბადი დასჭირდა, 62 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, 67 კი მძიმე მდგომარეობაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები