ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან სიკვდილიანობა გაზრდილია

ოკუპირებულ აფხაზეთში 6-7 ნოემბერს კორონავირუსს კიდევ 7 პაციენტი შეეწირა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი ორდღიანი მაჩვენებელია.

ჯამურად, ე.წ. რესპუბლიკაში უკვე 476 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, უქმეებზე ვირუსი 155 პირს დაუდასტურდა, ტესტირება 589 პირს ჩაუტარდა.

პანდემიის გავრცელებიდან ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების 32 609 შემთხვევაა გამოვლენილი.

ამჟამად, გუდაუთის კოვიდსაავადმყოფოში 72 პაციენტი მკურნალობს, მათგან 28 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმში 42 პირია, 12-ის მდგომარეობა მძიმეა; ოჩამჩირეში 22 კოვიდპაციენტია; გაგრაშო 29, სამის მდგომარეობა მძიმეა; ტყვარჩელში 10 მოქალაქეა, ხოლო სოხუმში გაშლილი რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში 114 ადამიანია მოთავსებული, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები