პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარი ჩაკეტა – მიგრანტებმა კარვები გაშალეს (ფოტო, ვიდეო)

პოლონეთმა ბელორუსის საზღვართან, კუშნიცას გამშვების პუნქტი მას შემდეგ ჩაკეტა, რაც საზღვართან ახლოს ასობით მიგრანტმა კარვები გაშალა.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ მოგზაურებს ქვეყანაში მოხვედრა შეეძლებათ ტერესპოლისა და ბობროვნიკის სასაზღვრო პუნქტების გავლით.

მანამდე, პოლიციამ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მიგრანტებმა ბელორუსის მხარეს, სასაზღვრო ზოლთან კარვები გაშალეს, ღამის განმავლობაში კოცონთან თბებოდნენ, ჯამურად კი, ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა.

გუშინ, საღამოს საათებში საზღვარზე ძალოვანებსა და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა, რადგან ასობით ადამიანი ცდილობდა მავთულხლართების გადაჭრას და პოლონეთის ტერიტორიაზე მოხვედრას. პოლონელი ძალოვანები ცრემლსადენ გაზსაც იყენებდნენ.

ვარშავამ სასზღვართან ჯარის დამატებითი ძალები გაგზავნა. საზღვრის კონტროლის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება ლიეტუვამაც მიიღო.

როგორც სირიელი, ერაყელი, ირანელი და სხვა – “ცხელი წერტილიდან” ადამიანები აცხადებენ, ისინი ბელორუსის ტერიტორიიდან ევროკავშირის ზონაში, კერძოდ კი, გერმანიაში მოხვედრას ცდილობენ.
ამასთანავე, ვარშავაში აცხადებენ, რომ აქცია მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს, რადგან მიგრანტთა ჯგუფს უძღვებიან შეიარაღებული ბელორუსები, რომლებიც ასევე უთითებენ ადამიანებს, თუ რა გზით უნდა გადაადგილდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები