საფრანგეთში Moderna-ს ვაქცინით 30 წლამდე მამაკაცების აცრის შეჩერების რეკომენდაცია გასცეს

A vial of the Moderna Covid-19 vaccine and syringes sit prepared at a pop up vaccine clinic at the Jewish Community Center on April 16, 2021 in the Staten Island borough of New York City. (Photo by Angela Weiss / AFP) (Photo by ANGELA WEISS/AFP via Getty Images)

საფრანგეთის ჯანრთელობის სამმართველო HAS Moderna-ს ვაქცინით 30 წლამდე მამაკაცების აცრის შეჩერების რეკომენდაციას გასცემს. უწყება “მწვანე შუქს” უნთებს ამ პრეპარატით მოსახლეობის რევაქცინაციას, თუმცა, არა – 30 წლამდე მამაკაცების.

ამის შესახებ Le Parisien წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული მწარმოებლის პრეპარატის გამოყენება განმეორებითი ინიექციისთვის საფრანგეთში 15 ოქტომბერს შეჩერდა – მას შემდეგ, რაც სკანდინავიის ქვეყნების ჯანდაცვის უწყებებმა 30 წლამდე მამაკაცებში მიოკრადიტის წარმოქმნის მაღალი რისკის შესახებ განაცხადეს.

ამის შემდეგ კვლევა საფრანგეთშიც ჩატარდა და, საბოლოოდ, HAS-მაც გასცა რეკომენდაცია, შეჩერდეს ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის პრეპარატის გამოყენება.

ამასთანავე, კვლევის მიხედვით, შვიდი დღის განმავლობაში 12-დან 29 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცების 7600 ინიექციის შეყვანის შემდეგ, ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ ერთ ადამინს დასჭირდა.

HAS ახალგაზრდა მამაკაცების Pfizer-ის ვაქცინით აცრის რეკომენდაციას გასცემს. ასევე, უწყებაში აცხადებენ, რომ “მოდერნას” ვაქცინის ბუსტერული ინიექციები იყოს შეყვანილი 30 წელს ზემოთ პირებისთვის.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები