ფინეთში Moderna-ს ვაქცინით 30 წლამდე მამაკაცების აცრა შეაჩერეს

ფინეთის ჯანმრთელობისა და სოციალური განვითარების სამმართველო THL-მა გასცა რეკომენდაცია, 30 წლამდე Moderna-ს ვაქცინით მამაკაცების აცრა შეჩერდეს, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში მიოკარდიტის წარმოქმნის რისკი მაღალია.

THL-ში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე 30 წლამდე მამაკაცების აცრა რეკომენდებულია Pfizer/BionTech-ის პრეპარატით.

როგორც THL-ის ჯანმრთელობის უსაფრთხოების განყოფილების ხელძღვანელმა, მიკა სალმინენმა განაცხადა, 30 წლამდე მამაკაცებში “მოდერნას” ვაქცინით აცრის შემდეგ მიოკარდიტის წარმოქმნის საფრთხე გაცილებით მაღალია.

“თუმცა, მიოკარდიტის შემთხვევების უმეტესობა საკმაოდ სწრაფად და მსუბუქად ქრება; ექიმის მიერ რამდენიმე დღის დაკვირვებაც საკმარისია“, – თქვა მან.

აღინიშნება, რომ რისკი მეორე დოზის შეყვანის შემდეგ იზრდება, ამიტომ, ამ ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცებს რეკომენდაციას აძლევენ, მეორე დოზის სახით “ფაიზერის” პრეპარატით აიცრან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები