ნიგერში, ერთ-ერთ სკოლაში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 25 მოსწავლე ემსხვერპლა

ნიგერის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ მარადში მდებარე სკოლაში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 25 მოსწავლე ემსხვერპლა, ხოლო 14  დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხუთი დაშავებული მოსწავლის მდგომარეობა კრიტიკულია.

განათლების რეგიონული დირექტორი, მამან ჰდი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები