დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება

დედამიწას 170-დან 380 დიამეტრამდე პოტენციურად საშიში ასტეროიდი – 2004 UE უახლოვდება.

NASA-ს ინფორმაციით, ასტეროიდი დედამიწას ნოემბრის შუა რიცხვებში მიუახლოვდება.

ასტეროიდი დედამიწას მინიმალური მანძილით 13 ნოემბერს მიუახლოვდება.

ამერიკული სააგენტოს შეფასებით, ის ჩვენი პლანეტიდან 4 მილიონ კილომეტრზე მეტ მანძილზე ჩაუვლის, რაც დედამიწიდან მთვარემდე 11-ზე მეტ დისტანცას წარმოადგენს.

ასტეროიდი 2004 UE არის “Apollo”-ს ჯგუფის ნაწილი, განეკუთვნება პოტენციურად საშიშ ასტეროიდებს, რომელთა ფრენის ტრაექტორიები კვეთს დედამიწის ორბიტას. ასტეროიდზე პირველი დაკვირვება 2004 წლით თარიღდება. შემდგომში ასტეროიდი დედამიწას 2051 წელს მიუახლოვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები