სახალხო დამცველის წარმომადგენელის ინფორმაციით, სააკაშვილი მკურნალობაზე უარს აცხადებს

სახალხო დამცველის წარმომადგენლის, მიხეილ ღოღაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობაზე უარს აცხადებს და შიმშილობას აგრძელებს.

„მანქანიდან გადმოყვანა და შესახლება მოხდა ძალის გამოყენებით. პროტესტის ნიშნად ის აცხადებდა უარს და არ გადმოდიოდა მანქანიდან და გადმოიყვანეს ძალით. მოკიდეს ხელი და აიყვანეს საკანში.

წარმოება მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში გეტყვით, [დაზიანება აქვს თუ არა]. მე ვერ შევნიშნე დაზიანება. უარს აცხადებს მკურნალობაზე და აცხადებს შიმშილობას“, – განაცხადა ღოღაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები