ექსპრეზიდენტმა და მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა დააზიანა ძვირადღირებული აპარატურა და ფიზიკურად გაუსწორდა ციხის თანამშრომლებს. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
“მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა.
იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.