საბერძნეთში ანტივაქსერები ექიმებს ვაქცინის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარის შესაყვანად 400 ევროს უხდიდნენ

 

საბერძნეთში ანტივაქსერები ექიმებს 400 ევრო უხდიდნენ ვაქცინის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარის მისაღებად.

თუმცა, ბერძნული ტელეარხის – Mega TV-ს ინფორმაციით, ზოგიერთი ექიმი, სამსახურში პრობლემების არიდების მიზნით, ფულის სანაცვლოდ ამ მოქალაქეებს Pfizer-ით მაინც ცრიდა.

ქვეყანაში სკანდალი უქმეებზე ატყდა, როდესაც მედია  ვაქცინაცის მასობრივად ყალბი სერტიფიკატების გაცემის შესახებ ალაპარაკდა.

მედიის ინფორმაციით, ექიმები გასცემდნენ შესაბამის სერტიფიკატს ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანის შემდეგ.

წინასწარი დათვლით, ასეთი სერტიფიკატი 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ადგილობრივ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რიცხვი რამდენჯერმე ნაკლებია, თუმცა, პრობლემის არსებობას არ უარყოფენ.

ბერძენი ჟურნალისტი, სოკრატ გრამატიკოპოლოსი წერს, რომ ნაკლებსავარაუდოა, მოტყუებულმა მოქალაქეებმა ექიმებს სასამართლოში უჩივლონ, რადგან ამ შემთხვევაში პასუხისგება თავადაც მოუწევთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები