პოლონეთის საზღვარზე მიგრანტებსა და ძალოვანებს შორის შეტაკება მოხდა, გამოყენებულია ცრემლსადენი გაზი

არალეგალი მიგრანტები ბელორუსის ტერიტორიიდან პოლონეთში მოხვედრის მცდელობას აგრძელებენ.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ საზღვარზე პოლონელმა ძალოვანებმა საზღვრის ე.წ.შტურმის პირველი მცდელობა მოიგერიეს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს მიგრანტთა ჯგუფი მავთულხლართების გადალახვას, ისინი ჯაჭვის გადაჭრას ცდილობენ.

RMF FM-ის ინფორმაციით, ოფიცრებმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს, მიგრანტები, თავის მხრივ, ქვებს ისროდნენ.

დღეს, პოლონეთის სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორის პრესმდივანმა, სტანისლავ ჟარინმა განაცხადა, რომ ბელორუსი არალეგალური მიგრანტების დიდ რაოდენობას პოლონეთში გადასასროლად ამზადებს.

“პოლონეთში ძალისმიერი შეჭრის ყველაზე დიდი მცდელობა დაიწყო“, – წერს ჟარინი Twitter-ზე.

მისი თქმით, ბელორუსების მიერ შექმნილ ჯგუფში ახალგაზრდები ჭარბობენ.

“დამატებითი ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ჯგუფი შეიარაღებული ბელორუსების მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. ისინი წყვეტენ, რომელი მიმართულებით წავა ჯგუფი. ეს არის ბელორუსის მორიგი მტრული ქმედება, რომელიც მიმართულია პოლონეთის წინააღმდეგ”, – დაწერა მან.

პოლონეთმა ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ჯარების საბრძოლო მზადყოფნა გაზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები