თურქეთში ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს “სტატუსი” ჩამოართვეს

თურქეთში ხუთმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს, 55 წლის ასლან ქობულაძეს, იგივე “ასლან ბატუმსკის” “სტატუსი” ჩამოართვეს.

PrimeCrime-ის ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოს ქალაქ ქემერში მდებარე რესტორანში გაიმართა შეხვედრა რუსეთში “იაპონჩიკის” მკვლელობისთვის ძებნილი კობა ახვლედიანის, იგივე “მახოხიას” კემეროველ ჟენია ვესიოლისა და “რემენის” მონაწილეობით.

მათ ქობულაძეს უთხრეს, რომ ამიერიდან ის “ქურდი” აღარ არის, ეს კი ტიტულის ჩამორთმევას ნიშნავს. ამის შემდეგ ქობულაძეს განსაკუთრებული ზიზღის ნიშნად სახეში გაარტყეს და თავში ჩაარტყეს.

ქობულაძე საერთო ფონდიდან (ქურდული ხაზინა) ფულის გაფლანგვისთვის დაისაჯა.

ასლან კობულაძემ ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი 1992 წელს მიიღო, მაგრამ მალევე დაკარგა. 2000 წელს ტიტული მას ისევ დაუბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები