პოლონეთი ბელორუსის საზღვარზე მიგრანტების ყველაზე მასშტაბურ შტურმს ელოდება – ვარშავამ ჯარის საბრძოლო მზადყოფნა გაზარდა

პოლონეთმა, ბელორუსის საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო, ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ჯარების საბრძოლო მზადყოფნა გაზარდა.

როგორც ჯარის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, “ვზრდით ჩვენი ძალების მზადყოფნას მესაზღვრეების მხარდასაჭერად. ტერიტორიული თავდაცვის ძალების 1-ელი, მე-2, მე-4 ბრიგადების ჯარისკაცები მოქმედებისთვის მზადყოფნაში არიან”.

თავის მხრივ, პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა Twitter-ზე დაწერა, რომ ბელორუსის საზღვარზე უკვე 12 ათასზე მეტი ჯარისკაცი მსახურობს – “ჩვენ ავამაღლეთ მზადყოფნის დონე”.

პოლონეთის სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორის პრესმდივანმა, სტანისლავ ჟარინმა განაცხადა, რომ ბელორუსი არალეგალური მიგრანტების დიდ რაოდენობას პოლონეთში გადასასროლად ამზადებს.

“პოლონეთში ძალისმიერი შეჭრის ყველაზე დიდი მცდელობა დაიწყო“, – წერს ჟარინი Twitter-ზე.

მისი თქმით, ბელორუსების მიერ შექმნილ ჯგუფში ახალგაზრდები ჭარბობენ.

“დამატებითი ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ჯგუფი შეიარაღებული ბელორუსების მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. ისინი წყვეტენ, რომელი მიმართულებით წავა ჯგუფი. ეს არის ბელორუსის მორიგი მტრული ქმედება, რომელიც მიმართულია პოლონეთის წინააღმდეგ”, – დაწერა მან.

პოლონეთმა 2 სექტემბრიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ბელორუსთან სასაზღვრო ზოლში – პოდლასკისა და ლუბელსკის პროვინციებში.

საზღვარზე 5 მეტრზე მეტი სიმაღლისა და 180 კმ სიგრძის მუდმივი გალავნის მშენებლობა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები