რა შემთხვევაში გადაეცემა მოქალაქეს “მწვანე პასპორტი”

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პირი შეძლებს, მიიღოს “მწვანე პასპორტი”, თუ მას ე.წ. მწვანე სტატუსი აქვს.

“მწვანე სტატუსის” მქონეა პირი, თუ იგი სრულად ვაქცინირებულია ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის პისიარ-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

ამასთან, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის”.

შეგახსენებთ, რომ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან ე.წ მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები