ლიეტუვამ, მიგრანტების გამო, პოლონეთისა და ბელორუსის საზღვრაზე ჯარი გაგზავნა

ლიეტუვამ, მიგრანტების ნაკადის გამო, პოლონეთისა და ბელორუსის საზღვარზე ჯარები გაგზავნა.

ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით იტყობინება.

„ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აგნე ბილოტაიტემ განაცხადა, რომ ლიეტუვა აგზავნის ჯარებს პოლონეთისა და ბელორუსის საზღვარზე“, – იტყობინება Reuters.

ასევე, სააგენტოს ცნობით, ბილოტაიტემ თქვა, რომ ლიეტუვის მთავრობა დღეს ბელორუსის საზღვარზე საგანგებო რეჟიმის შემოღების საკითხს განიხილავს.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ პოლონეთმა ეროვნული ჯარის მზადყოფნა აამაღლა და ბელორუსთან საზღვრაზე ჯარისკაცების რაოდენობას გაზრდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები