ამირან გამყრელიძე: კოვიდპასპორტში დაფიქსირდება ვირუსის გადატანა და არა გადატანის თარიღი, ისევე, როგორც ფიქსირდება 2-ჯერ აცრა და არა 2-ჯერ აცრის თარიღი

“კოვიდპასპორტში დაფიქსირდება ვირუსის გადატანა და არა გადატანის თარიღი, ისევე, როგორც ფიქსირდება 2-ჯერ აცრა და არა 2-ჯერ აცრის თარიღი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ადამიანი 2-ჯერ აცრილია და გადატანილი აქვს კორონავირუსი, უფრო დაცულია.

„ამ ეტაპზე, საბჭოს წევრთა უმრავლესობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ კოვიდპასპორტში დაფიქსირებულიყო ვირუსის გადატანა და არა გადატანის თარიღი. ისევე, როგორც ფიქსირდება 2-ჯერ აცრა და არა 2-ჯერ აცრის თარიღი. ამ ეტაპზე, ეს გადაწყვეტილებაა მიღებული. მედიცინაში 100 %-იანი არაფერი არის, აბსოლუტური უსაფრთხოება არ არსებობს. შეიძლება, იყოთ ორჯერ აცრილი, შესაძლოა, პსრ ტესტიც უარყოფითი გქონდეთ, მაგრამ არსებობს მეტნაკლები რისკის ცნება. ამ შემთხვევაში, თუ ადამიანი 2-ჯერ აცრილია, თუ მას გადატანილი აქვს დაავადება, მიუხედავად იმისა, როდის არის აცრილი, უფრო მეტად დაცულია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები