ირანი ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების სამ პირობას აყენებს

ირანში განაცხადეს, რომ ბირთვულ შეთანხმებაში შეერთებული შტატები დაბრუნდება მაშინ, როდესაც აშშ თეირანს ოფიციალურად მოუხსნის ეკონომიკურ სანქციებს, შეთანხმებიდან გასვლაში საკუთარ დანაშაულს აღიარებს და ასევე პირობას დადებს, რომ მსგავსი რამ მომავალში არ განმეორდება.

ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საიდ ხატიბზადემ განაცხადა.

“შეერთებულმა შტატებმა უნდა იცოდეს, რომ შეთანხმების წევრი აღარ არის და არ შეუძლია, ამ შეთანხმების ფარგლებში რაიმე მოითხოვოს სხვა წევრებისგან. შეერთებული შტატების გარიგებაში დაბრუნების გზა ნათელია. მათ უნდა აღიარონ თავიანთი დანაშაული, ასევე, ერთდროულად გააუქმონ სანქციები. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არცერთი ადმინისტრაცია არ გაიმეორებს ტრამპის ნაბიჯებს ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან მომავალში“, – განაცხადა ხატიბზადემ.

ირანთან „ბირთვული შეთანხმების“ აღდგენასთან დაკაშირებული მოლაპარაკებები ნოემბრის ბოლოს ვენაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები